საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრები ესპანეთიდან მედლებით დაბრუნდნენ
საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებისთვის (U16) ბორდილსის საშობაო ტურნირი შედეგიანი გამოდგა – ორივე გუნდი შინ საპრიზო ადგილებით დაბრუნდა. ინფორმაციას საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთაშორისო ტურნირის დასკვნითი დღეს ჭაბუკთა ნაკრები ნახევარფინალში ძლიერ “გრანოლერსს” დაუპირისპირდა და თანაბარი, დაძაბული თამაშიც შედგა. ბოლომდე არ იყო გამოკვეთილი ფავორიტი. ბურთი ბურთზე წარიმართა შეხვედრა, მაგრამ ბოლოსკენ ჩვენს გუნდი ანგარიში გაექცა და შედეგად ხუთი ბურთის სხვაობით – 25-30 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლა “ბარბერასთან” გააგრძელა. ბიჭებმა საპრიზო ადგილის დაკავების შანსი წარმატებით გამოიყენეს. მეტოქე 13 ბურთიანი სხვაობით – 33-20 დაამარცხეს და შედეგად, 8 გუნდს შორის, “ბარსელონას” და “გრანოლერსის” შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავეს.
რაც შეეხებათ გოგონებს, კატალონიის ნაკრების სახით მათ ძლიერი მეტოქე ჰყავდათ. სამწუხაროდ, გოგონათა ნაკრებმა კატალონიელებთან საკუთარი თავი ბოლომდე ვერ წარმოაჩინეს. საკუთარ შესაძლებლობებზე სუსტად ითამაშეს და დიდი სხვაობითაც დამარცხდნენ (22-40) და მესამე ადგილი დაიკავეს. მათზე წინ კი კატალონიის ნაკრები და “გრანოლერსი” გავიდა.
წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირის დასრულების შემდეგ, შედგა სიმბოლური გუნდებიც. ვაჟთა სიმბოლურში საქართველოს ნაკრების ორი წევრი, ანდრეა ბურჯალიანი და ერეკლე იაშვილი შევიდა. ასევე ორი მოთამაშე – მარიამ ქათამაძე და ნინო მუშკუდიანი მოხვდა გოგონათა სიმბოლურ გუნდში .