„საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ მეხუთე კონცერტი 20 დეკემბერს გაიმართება

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ შემდეგი, რიგით მეხუთე კონცერტი  შაბათს, 20 დეკემბერს 19:00  საათზე გაიმართება.

კამერული მუსიკის საღამოს წარმოადგენს:

მარიო ბრუნელო, ჩელო, დირიჟორი / იტალია

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“

პროგრამა:

I განყოფილება

ფრანც შუბერტი

უვერტიურა D8, დო მინორი (გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის);

სონატა ლა მინორში “Arpeggione” (გადამუშავებული სიმებიანი ორკესტრისათვის).

II განყოფილება

მიჩესლავ ვაინბერგი

კონცერტინო ჩელოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის, თხზ.43bis;

სინფონიეტა N2, თხზ.74 სიმებიანი ორკესტრისა და ტიმპანისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები