ევროპის ჩემპიონატზე ცურვაში, მასტერსის კატეგორიაში, შოთა დავითაია ვიცე-ჩემპიონი გახდა

2026 წლის 10-14 დეკემბერს  პოლონეთის ქალაქ ლუბლინში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ცურვაში, მისტერიის კატეგორიაში.

ამ ტურნირზე საქართველოს მასტერსის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია წარმოდგენილი იყო 2 მონაწილეს სახით. ზაზა კობახიძე – კლუბი Georgian Swimming stars 45-49 წელი და შოთა დავითაია – კლუბი Aqua Masters Alliance 50-54 წელი.

ზაზა კობახიძემ 3 დისტანციაზე 50/100/200 მ იასპარეზა თავისუფალი სტილით ცურვაში. სამწუხაროდ, ზაზამ ტურნირისთვის მომზადების პერიოდში მიიღო ტრავმა, რის გამოც ვერ შეძლო თავისი საუკეთესო შედეგების ჩვენება.

შოთა დავითაიამ იასპარეზა 4 დისტანციაზე 50/100 მ ბატერფლაი და 100/200 მ კომპლექსური ცურვა.

შოთა დავითაიას შედეგებია:

50 ბატერფლაი – 00’26″92

100 ბატერფლაი – 01’01″23

100 კომპლექსი – 01’03″78

200 კომპლექსი – 02’19″97

შოთა დავითაიამ ყველა დისტანციაზე დააფიქსირა თავისი საუკეთესო შედეგი. ამას გარდა, მან 50 მეტრზე (ბატერფლაი) მოიპოვა ბრინჯაოს მედალი🥉, ხოლო 100 მ დისტანციაზე (ბატერფლაი) მოიპოვა ვერცხლის მედალი 🥈 და ხელმეორედ, თავისი მასტერსის კატეგორიის კარიერაში, დაეუფლა ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს.

შოთა ამ ტურნირისთვის მოამზადა ირაკლი რევიშვილმა, რომელიც 2023 წლიდან Aqua Masters Alliance-ის გუნდის  მთავარი მწვრთნელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები