17 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოკრივეებმა 4 მედალი მოიპოვეს
გერმანიის ქალაქ კინბაუმში 17 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ქართველმა მოკრივე შალვა ბერიძემ (48 კგ) ნახევარფინალი უკრაინელ მიხაელო სიდორენკოსთან დათმო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ნახევარფინალურ შეხვედრამდე ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში იტალიელი მატეო ფორტუნატო დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ბულგარელი ნიკოლაი კარაბიოკოვი.
ქართველი მოკრივე ზაზა მდინარაძე (52 კგ) ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. სპორტსმენმა ნახევარფინალი თურქ იეგით ქეშქინთან დათმო.
ნახევარფინალურ შეხვედრამდე ზაზა მდინარაძემ (52 კგ) მერვედფინალში ინგლისელი ბრაიდენ დაიერი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ბერძენი ელეფტერიოს ზოურნატისი.
მოკრივე რატი ხარბედიამ (46 კგ) ნახევარფინალი აზერბაიჯანელ გარდაშ რაჰიმოვთან დათმო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
რატი ხარბედიამ მერვედფინალში გერმანელი როკო ლეიტმანი, მეოთხედფინალში კი ბერძენი ალექსანდრიოს კონსტანტინიუდისი დაამარცხა.
მოკრივე ჰასან აკპინარმა (+80 კგ) ნახევარფინალი უკრაინელ ოლეკსანდრ ხომენკოსთან დათმო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
სპორტსმენმა მერვედფინალში ბულგარელი ზლატი პენჩევი, მეოთხედფინალში კი გერმანელი არიან ლეონ კოსტრიკა დაამარცხა.
17 დეკემბერს ფინალში მოკრივე ალექსანდრე ბალაძე (80 კგ) იასპარეზებს.