კონსერვატორიის დიდ დარბაზში, Berklee College of Music-ის პროფესორი გიორგი მიქაძე ექსკლუზიურ პროექტს „ქართულ სიმღერათა კრებული“ წარმოადგენს

29 დეკემბერს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მსოფლიოში აღიარებული ჯაზპიანისტი, Berklee College of Music-ის პროფესორი გიორგი მიქაძე წარმოადგენს ექსკლუზიურ პროექტს „ქართულ სიმღერათა კრებული“

მუსიკალური ალბომი GIORGI MIKADZE TRIO “Face to Face”, Georgian Songbook Vol.1 – 2023 წელს პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიაში Studio SEXTAN ჩაიწერა. პროექტი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პრესტიჟულ სცენაზე უდიდესი წარმატებით შესრულდა. ალბომს მრავალი გავლენიანი ჯაზის კრიტიკოსისა და ჟურნალის მხრიდან ვრცელი და მაღალი შეფასების მქონე რეცენზია მიეძღვნა.

წინასაახალწლო სადღესასწაულო დღეებში, ეს უნიკალური მუსიკა ქართული აუდიტორიისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.

  • გიორგი მიქაძე – ფორტეპიანო
  • რაფაელ პანიე – დასარტყამი საკრავები
  • ფრანსუა მოუთა – კონტრაბასი

დასაწყისი: 20:00

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები