ქართველმა სპორტსმენებმა ბიატლში, ტრიატლსა და ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა კიდევ ორი მოპოვებული მედლით დაასრულეს

სამხრეთ აფრიკაში ბიატლში, ტრიატლსა და ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირის ბოლო საშეჯიბრებო დღეს  იუნიორებს შორის გიორგი ცხადაძემ ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, 17 -წლამდელებს შორის კი თევდორე წიკლაური ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე იუნიორთა შორის გიორგი ცხადაძემ ტრიატლშიც ჩემპიონობა იზეიმა, 15-წლამდელებს შორის კი ვახტანგ კანკიამ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

მართა ჭაფოძისა და ვახტანგ კანკიას წყვილმა  კი 15 წლამდე სპორტსმენებს შორის ტრიატლში შერეულ ესტაფეტაზე ტურნირის პირველ და მესამე დღეს ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები