კონსერვატორიაში ედიშერ სავიცკისა და ეროვნული სასახლის „გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის“ კონცერტი გაიმართება
25 დეკემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში კომპანია „დეკარტი“ წარმოგიდგენთ: უცხოეთში მოღვაწე ქართველი პიანისტის – ალაბამას უნივერსიტეტის პროფესორის და თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, Yamaha-ის პირველი ქართველი არტისტის – ედიშერ სავიცკისა და ეროვნული სასახლის „გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის“ კონცერტს, მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით.
ახალგაზრდულმა ორკესტრმა 2019 წლის შემდეგ არაერთი შთამბეჭდავი კონცერტი ჩაატარა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ორკესტრს ახალგაზრდა, მაგრამ მსოფლიოში უკვე აღიარებული დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი ხელმძღვანელობს. 2025 წელს იგი ვროცლავის ოპერის მუსიკალურ ხელმძღვანელად აირჩიეს.
“საშობაო კონცერტის“ პროგრამა მოიცავს ლ. ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებებს:
სიმფონია No. 4, თხზ. 60 და საფორტეპიანო კონცერტი No. 5, თხზ. 73 “Emperor”- ნაწარმოები რომელსაც “იმპერატორულს” უწოდებენ.
“მაღალი ხელოვნება (ამ შემთხვევაში კლასიკური მუსიკა) გვაძლევს საშუალებას, ვეზიაროთ ძალიან ღირებულს, ნამდვილს, ხარისხიანს და დახვეწილს “- ედიშერ სავიცკი _ პიანისტი
“დირიჟორის პოდიუმი არის საუკეთესო ადგილი მუსიკის მოსასმენად – დგახარ ორკესტრის ცენტრში, ისმენ და ეხმარები მუსიკოსებს საუკეთესო ხმოვანების მოძებნაში.. – მირიან ხუხუნაიშვილი” _ დირიჟორი
კონცერტის მხარდამჭერი:
შემოქმედებითი საქართველო და ქ. თბილისის მერია