თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო “მსოფლიო კულტურათა საერთაშორისო ფესტივალში” მონაწილეობდა

2025 წლის 12-13 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, მონაწილეობა მიიღო “მსოფლიო კულტურათა რიგით მე-3 საერთაშორისო ფესტივალში”, რომელიც “Ato Congresium”-ში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს საელჩოს სტენდზე,  წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამოსი, სუვენირები და ქართული ღვინო, რამაც დამსწრე სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ “მსოფლიო კულტურათა რიგით მე-3 საერთაშორისო ფესტივალის” ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქ. ანკარაში კონცერტი გამართა ქართულმა ეთნო ჯაზბენდმა “ირიაო”. კონცერტმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფესტივალში ქ. ანკარაში აკრედიტებული 70-მდე დიპლომატიური მისია მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები