თათი მელუამ 2025 წელი რეიტინგის ლიდერობით დაასრულა

საქართველოს სპორტული კარატეს  ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  თათი მელუამ 2025 წელი რეიტინგის ლიდერობით დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს სპორტული კარატეს  ფედერაცია ავრცელებს.

მაივე ცნობით, თათი მელუა ლიდერობს როგორც სრულ, ასევე 2025 წლის  რეიტინგში. მეორეადგილოსანს ის 132 ქულით უსწრებს, რაც დაახლოებით 5 შეჯიბრების უმაღლეს შეფასებას შეესაბამება. თათის არ გამოუტოვებია არც ერთი სარეიტინგო და ოფიციალური ტურნირი 2025 წლის განმავლობაში.  შედეგად, 2025 წელს მსოფლიოს კარატეს ფედერაციის (WKF) მიერ მიწვეული იყო   მსოფლიო და ისლამური თამაშების ნეიტრალურ არბიტრად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები