საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საბავშვო “ევროვიზია 2025”, რომელსაც საქართველო მასპინძლობდა, დასრულდა.
მისი გამარჯვებული საფრანგეთი გახდა. ქვეყანა კონკურსზე ლუ დელუზიმ წარადგინა.
საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა.
საქართველოს წარმომადგენელმა – ანიტა აბგარიანმა მესამე ადგილი დაიკავა.
კონკურსში 18 ქვეყანა მონაწილეობდა.
📷 Eurovision Georgia • 1tv.ge