როგორ მივცეთ ხმა 2025 წლის საბავშვო ევროვიზიაზე
საბავშვო ევროვიზია 2025-ზე ხმის მიცემა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყო. ხმის მიცემა არის უფასო და ხორციელდება აღნიშნული ბმულის მეშვეობით – https://vote.junioreurovision.tv/
გადადით ბმულზე, დააჭირეთ See Video, უყურეთ მოკლე კოლაჟს და აარჩიეთ თქვენი ფავორიტი სამი მომღერალი, საქართველო და ნებისმიერი 2. დააჭირეთ ღილაკს Vote! ხმის მიცემა შესაძლებელია 1 ტელეფონიდან და 1 კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ.
ხმის მიცემა შეწყდება 13 დეკემბრის 20:00 საათზე და განახლდება 15 წუთით სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ.