კონტაქტური კარატეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე ორი მედალი მოიპოვა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში კონტაქტური კარატეს საერთაშორისო ტურნირი „Kokoro Cup Juniors”-ი გაიმართა. 16 წლამდე კარატისტებს შორის -62 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ფინალურ ორთაბრძოლაში ოქროს მედალი გიორგი წილოსანმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლი ოთარ შაინიძემ დაისაკუთრა.

ტურნირში  400 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველი კარატისტები შეჯიბრებაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები