ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაშიც მიიღებს მონაწილეობას

საერთაშორისო საციგურაო კავშირმა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის  გუნდურ ასპარეზობაში მონაწილე ქვეყნების ოფიციალური სია გამოაქვეყნა. გუნდურ ტურნირში მონაწილეობის უფლება ინდივიდუალურ  სახეობებში ლიცენზიების  რაოდენობებისა და საერთო რეიტინგული შედეგების გათვალისწინებით ათმა ქვეყანამ მოიპოვა, მათ შორისაა საქართველოც.

ფიგურულ ციგურაობაში ოთხივე კატეგორიაში ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვება მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ – საქართველომ, აშშ-მ, კანადამ, იტალიამ და ჩინეთმა, შეძლო. მილანში გასამართ ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები ქალებისა და მამაკაცების ინდივიდუალურ კატეგორიაში, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში იასპარეზებენ.

ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა 2026  წლის 6-9  თებერვალს, ინდივიდუალური გამოსვლები კი   9-19  თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები