გერმანელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან ტუროპერატორებს უმასპინძლა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 8 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოს ზამთრის ტურისტულ პოტენციალს, სპა და გამაჯანსაღებელ მიმართულებას, კულინარიასა და ღვინოს გაეცნო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გერმანელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრას 30 ქართული კომპანია დაესწრო. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას, გერმანიიდან საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანას, ერთობლივი ტურების ორგანიზებასა და ტურისტული პაკეტების მომზადებას.

გაცნობითი ტურის ფარგლებში, გერმანელმა ტუროპერატორებმა თბილისის ტურისტული ადგილები დაათვალიერეს, ეწვივნენ გუდაურს, გაეცნენ ზამთრის კურორტის ინფრასტრუქტურასა და სასტუმროებს.

უცხოელი სტუმრები გაემგზავრნენ კახეთში, დაათვალიერეს თელავი, ალავერდი, წინანდალი, სიღნაღი, მოინახულეს რეგიონის სასტუმროები და ღვინის მარნები.

ტურის მონაწილეები ქვემო ქართლში ასურეთს ესტუმრნენ, დაათვალიერეს გერმანული დასახლება, ესტუმრნენ ღვინის მარნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები