ცეკვის მსოფლიო კონკურსზე ემპოლის ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლმა “მამული”  პირველი ადგილი დაიკავა

იტალიის ქალაქ მონტეკატინში გამართულ ცეკვის მსოფლიო კონკურსზე „World Dance Competition People & Cultures“, ფოლკლორის ნომინაციაში, ემპოლის თამარ მეფის ქართულ სამრევლოსთან არსებულმა ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლმა “მამული”  პირველი ადგილი დაიკავა. ქორეოგრაფები: რიტა სიმსივე და ბესო ბაშალეიშვილი

კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის 700 ანსამბლი და ჯგუფი მონაწილეობდა.

„ვულოცავ ყველა მოცეკვავეს, მშობლებს და ქორეოგრაფებს ამ დიდ წარმატებას. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ 3 დღის განმავლობაში “მამულის” გვერდით იდგა.❤ ვისარგებლებ შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იტალიელ ქალბატონს – დანიელა ალარის და მის ატელიეს  სახელწოდებით DESIN, რომ ყოველთვის გვერდით უდგას ჩვენს პატარებს❤(ორივე საკონკურსო ცეკვის სამოსი მათი შეკერილია)❤დიდი მადლობა ჩვენს იმედს და სულისჩამდგმელს, ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოს, მამა  ანდრიას ❤ მადლობა ჩვენს ქორეოგრაფს, წარსულში ჩემ სტუდენტს და ახლა კოლეგას – ბესო ბაშალეიშვილს❤

დიდება და მადლობა უფალს, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყანა ამაყად ვატაროთ მხრებით❤ჩვენ ვართ საქართველო❤❤❤ და ბოლოს, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, გპირდებით ბევრჯერ გაგახარებთ❤ 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪❤“, – ნათქვამია „მამულუს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები