საქართველოს ნაკრებმა „კარატე 1 – ახალგაზრდულ ლიგაზე“ სამი მედალი მოიპოვა
იტალია სპორტულ კარატეში საერთაშორისო ტურნირს „კარატე 1 – ახალგაზრდული ლიგა“ მასპინძლობს. პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი, ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონი ლევანი დადეშქელიანი (-52 კგ) გახდა, რომელმაც ფინალში ესპანელი ჰუგო პერეს ლოპესი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლებს ნოდარ სუპატაშვილი (-60 კგ) და ნიკოლოზი აბულაძე (-68 კგ) დასჯერდნენ.
Karate1 Youth League – ახალგაზრდული ლიგა წარმოადგენს გამორჩეულ ასპარეზობას, რომელიც ახალგაზრდებს შორის თავისი სირთულით მსოფლიო ჩემპიონატს უტოლდება.
წელს იტალიის ქალაქ ვენეციაში თავი მოიყარა მსოფლიოს 83 ქვეყნის 3378-მა რჩეულმა ათლეტმა კადეტებს, იუნიორებსა და U21 ახალგაზრდებს შორის.