ჰულგატში ჩატარებული ადაპტირებული ძიუდოს ჩემპიონატზე ქართველებმა 5 მედალი მოიპოვეს
საფრანგეთის ქალაქ ჰულგატში ადაპტირებული ძიუდოს ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ძიუდოს ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია მზის შვილების პროექტის „ძიუდო შეზღუდვების გარეშე“ ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.
ტურნირზე ქართველებმა სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს:
🥇ნინო ჭანტურიძე
🥇 ნიკოლოზ არჯევანიძე
🥇 გიორგი კახნიაშვილი
🥈 სალომე ნოზაძე და
🥈 გიორგი ბარბაქაძე
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინიციატივით, 2025 წლის მაისიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია „მზის შვილების“ 20 ბენეფიციარი: დაუნის სინდრომის, აუტისტური სპექტრისა და სხვა ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე ბავშვები და მოზარდები რეგულარულად ვარჯიშობენ ძიუდოს აკადემიის დარბაზში.