ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველივე დღეს სამი მედალი მოიპოვა
2025 წლის დამაგვირგვინებელ, ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველივე დღეს სამი მედალი – ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო იყო ილია სულამანიძე (-100 კგ). პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მფლობელი პრესტიჟულ ტურნირში მეორე წრიდან ჩაება. იუკოთი მოუგო კორეელ ჰან ჩუი იოპს, ვაზარით დაამარცხა რუსი ნიაზ ბილალოვი, ნახევარფინალში წმინდა გამარჯვება მოიპოვა ასევე რუს მატვეი კანიკოვსკისთან, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი წუთნახევარში იპონით დაამარცხა იაპონელი დოტა არაი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა მესამე ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ტოკიოს გრანდ სლემის ჩემპიონობა შეძლო.).
ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90 კგ) და ქალთა ნაკრების ლიდერმა, მსოფლიოს წლევანდელმა ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ).
ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გიორგიმ ჯაბნიაშვილმა იტალიელი ტიციანო ფალკონე ვაზარით დაამარცხა, ხოლო ეთერი ფრანგ სარა ლეონე სიზიკის დაუპირისპირდა, რომელიც ასევე, ვაზარით დაამარცხდა მასთან.
აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანი გახდა ტოკიოს გრანდ სლემის პირველი მედალოსანი ქალი საქართველოდან.
ტოკიოს გრანდ სლემის 2025 წლის გათამაშება, რომელიც დღეს დასრულდება, ისტორიულია მოპოვებული მედლების რაოდენობითაც. პირველად მოხდა, რომ ორზე მეტი მედალი გვერგო.