ნაგოიაში გრან-პრის სერიის ფინალური  ასპარეზობა მიმდინარეობს ფიგურულ ციგურაობაში

იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარეობს გრან-პრის სერიის ფინალური  ასპარეზობა ფიგურულ  ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობენ ეტაპების  შედეგების მიხედვით შერჩეული მსოფლიოს საუკეთესო რეიტინგული მაჩვენებლების მქონე ექვსეულები (ქალები, მამაკაცები, სპორტული წყვილები, სპორტული ცეკვები).

ჩვენი ნაკრების წევრები ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მოკლე  პროგრამის შემდეგ 75.04 ქულით ჯერჯერობით მე- 3 ადგილზე არიან და მცირედი განსხვავება აშორებთ იაპონელი და იტალიელი წყვილებისგან, რომლებიც  თავისუფალი პროგრამის წინ  შესაბამისად, პირველ და მეორე პოზიციებზე არიან.

თავისუფალი პროგრამა გაიმართება ხვალ, 5 დეკემბერს და მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში გათამაშდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები