საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელამ ისრაელში, ქ. ეილატის კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელამ ისრაელში, ქ. ეილატის კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით შესრულდა მოცარტის „რეკვიემი”, ვახტანგ კახიძის საგუნდო სუიტა „Vita“ და ვივალდის „Gloria“. საკონცერტო პროგრამა იერუსალიმის კამერულ ორკესტრთან და უცხოელ სოლისტებთან ერთად იქნა წარმოდგენილი.

ეილატის კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ისრაელის ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ფესტივალია. 2005 წლიდან ფესტივალი როგორც ისრაელისთვის, ისე სხვადასხვა ქვეყნისთვის უმაღლესი დონის კამერული მუსიკის, კულტურის მიმართულებით თანამშრომლობისა და უნიკალური გამოცდილების კერას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები