ლაშა ბექაურმა აბუ-დაბის გრანდ სლემი მოიგო, ირაკლი დემეტრაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოს „გრანდ სლემზე“ ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ფინალში მოლდოველი მიჰაილ ლატისევი დაამარცხა.
ფინალურ შეხვედრამდე მან ნიდერლანდელი მარკუს ვან დეიკი, რუსი ეგორ ანდონი და სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დაამარცხა. ნახევარფინალში კი სამხრეთ კორეელ ჯომგჰუნ კიმს სძლია.
ძიუდოისტმა ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი ჯამალ გამზატხანოვი დაამარცხა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ამ შეხვედრამდე მან გერმანელი ლოსენი კონე და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა, ნახევარფინალი კი მონღოლ გონჩიგსურენ ბახტიუიაგთან დათმო.