ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება
6 და 7 დეკემბერს. 13:00 საათიდან 19:00 საათამდე, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი „ბასტიბუბუს” კონცერტით გაიხსნება.
გელოდებათ თემატური წარმოდგენები, გათამაშებები და სახალისო აქტივობები;
დაგხვდებათ შოკოლადიანი ჩურჩხელების მომზადების მასტერკლასი;
ხელნაკეთი საახალწლო ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
ცოცხალი მუსიკა;
ეკოშემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის/
წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება.
ფესტივალის პარტნიორია – შოკოლატერია არტიზანი