კონსერვატორიაში გონზალო რუბალკაბას ტრიო ჯაზის საღამოს გამართავს
2 დეკემბერს, 20:00 საათზე, მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” ფარგლებში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ჯაზის საღამო გაიმართება.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, მსმენელის წინაშე წარდგება ცნობილი ჯაზპიანისტი – გონზალო რუბალკაბა და მისი ტრიო.
გონზალო რუბალკაბა, ფორტეპიანო; რიკი როდრიგესი, ბასი; ერნესტო სიმფსონი, დასარტყამი.