კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე კუმიტეში 4 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას
27-30 ნოემბერს, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, კარატეს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრები იასპარეზებს.
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის ლიცენზია კუმიტეში ჩვენმა ოთხმა სპორტსმენმა მოიპოვა:
- ცოტნე სორდია, -60კგ;
- მერაბი გელაშვილი, 84+კგ;
- მარიამ ვასაძე, -50კგ;
- ლიზი ზვიადაური, -55კგ;
საქართველოს უფროსთა ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი: გოგიტა არქანიაა, დელეგაციის ხელმძღვანელი, ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ გიგნაძე.
მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯებს საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის კარატეს ფედერაციის (EKF) სამსაჯო კომისიის წევრი, თათი მელუა.
WKF -ის 27 მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 88 ქვეყნის 384 სპორტსმენი მიიღებს.