საბერძნეთის ახალგაზრდული დიასპორის რიგით მეორე სიმპოზიუმი გაიმართა

25 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე მონაწილეობდა საბერძნეთის ახალგაზრდული დიასპორის რიგით მეორე სიმპოზიუმში, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდულ დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფასა და დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესში.

სიმპოზიუმის ფარგლებში, საქართველოს ელჩი შეხვდა ქართულ-ბერძნული ახალგაზრდული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მეგი შარიასა და ელენი პოლიტოვას და გაეცნო მათ გამოცდილებასა და ხედვებს სხვადასხვა მიმართულებით.

სიმპოზიუმს ესწრებოდნენ საბერძნეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ახალგაზრდული დიასპორული ორგანიზაციების დამფუძნებლები.

ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო საბერძნეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები