კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე კუმიტეში 4 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას

27-30 ნოემბერს, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, კარატეს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრები იასპარეზებს.

მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის ლიცენზია კუმიტეში ჩვენმა ოთხმა სპორტსმენმა მოიპოვა:

  • ცოტნე სორდია, -60კგ;
  • მერაბი გელაშვილი, 84+კგ;
  • მარიამ ვასაძე, -50კგ;
  • ლიზი ზვიადაური, -55კგ;

საქართველოს უფროსთა ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი: გოგიტა არქანიაა, დელეგაციის ხელმძღვანელი, ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ გიგნაძე.

მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯებს საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის კარატეს ფედერაციის (EKF) სამსაჯო კომისიის წევრი, თათი მელუა.

WKF -ის 27 მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 88 ქვეყნის 384 სპორტსმენი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები