კაპიტანი ხატია გოგალაძე დიდი ბრიტანეთის პრესტიჟული კონკურსის “ქალები თავდაცვაში” საერთაშორისო ჯილდოს კატეგორიის გამარჯვებულია

UN Women Georgia- ს ინფორმაციით, 29 წლის კაპიტანი ხატია გოგალაძე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის “ქალები თავდაცვაში” საერთაშორისო ჯილდოს კატეგორიის გამარჯვებულია. მასთან ერთად, ჯილდოზე წარდგენილები იყვნენ ვიცე-პოლკოვნიკი ზოია კურტანიძე და პოლკოვნიკი ეკატერინე ხარაშვილი.

2 წლის წინ ხატია გახდა პირველი ქალი საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, ვინც საბრძოლო ქვედანაყოფის ასეულის მეთაურად დაინიშნა. მისი კარიერა, მიზანდასახულობა და პროფესიონალიზმი საუკეთესოდ წარმოაჩენს თავდაცვის სფეროში ქალების წვლილს, როლს, რომელსაც ისინი საქართველოს სამსახურში ასრულებენ. ამავდროულად, ხატია უდიდესი მოტივაციაა გოგოებისთვის, რომლებსაც სამხედრო კარიერა სურთ, ან ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ახლა დგამენ“, – ნათქვამია UN Women Georgia- ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები