ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა გრან-პრის ფინალური ასპარეზობის საგზურის მფლობელები გახდნენ

ფინეთში გამართული გრან-პრის სერიის ბოლო, მეექვსე  ეტაპით  დასრულდა გრან-პრის სერიის  ფარგლებში გამართული საერთაშორისო ტურნირები და თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდნენ გრან-პრის სერიის ფინალისტები.

საქართველოს ნაკრების სპორტულმა წყვილმა – ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს ეტაპებზე და 28 სარეიტინგო ქულით ფინალური ასპარეზობის საგზურის მფლობელები გახდნენ.  სპორტული წყვილების კატეგორიაში ფინალში მონაწილეობას ყველაზე მაღალრეიტინგული ექვსი სპორტული წყვილი მიიღებს.

გრან-პრის ფინალი 4-7 დეკემბერს, იაპონიის ქალაქ ნაგოიაში გაიმართება.

ეტაპების მიხედვით საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს ჩვენი ნაკრების სხვა წევრებმაც. ნიკა ეგაძესა და ანასტასია გუბანოვას ძალიან ცოტა ქულა დააკლდათ ფინალში საასპარეზოდ. ისინი შესაბამის კატეგორიებში სამ სარეზერვო მონაწილეს  შორის არიან წარდგენილნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები