საერთაშორისო ტურნირზე ელვისებურ ჭადრაკში გიგა ყუფარაძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ელვისებურ ჭადრაკში გიგა ყუფარაძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
9 პარტიაში მან 7.5 ქულა დააგროვა და I–V ადგილები გაინაწილა.
დამატებითი მაჩვენებლებით მონაწილეები შემდეგნაირად განაწილდნენ:
1️.მუხამმაძოხიდ სუაროვი 🇺🇿 (2492)
2️.მურად იბრაჰიმი 🇦🇿 (2393)
3️.გიგა ყუფარაძე 🇬🇪 (2574)
4️.ხაზარ ბაბაზადა 🇦🇿 (2411)
5️.ჩაკრაბორტი მაიანკი 🇮🇳 (2364)