ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რვა მედლით დაასრულა

ესპანეთის ქალაქ პამპლონაში ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 8 მედალი მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენები – ცოტნე ჩხაიძე და ლუკა ლომთათიძე, სინქრონულ ხტომაში ტურნირის ოქროს პრიზიორები გახდნენ.

ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 48,150 ქულა დააგროვეს და პირველი პოზიცია დაიკავეს, ფინალში კი მოპოვებული 48,390 ქულით ტურნირის ოქროს მედალს დაეუფლნენ.

ელენე კირთაძე და მარიამ გაბრიაძე სინქრონულ ხტომაში ტურნირის ოქროს პრიზიორები გახდნენ.

ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 45,670 ქულა დააგროვეს და მესამე პოზიცია დაიკავეს, ფინალში კი მოპოვებული 46,380 ქულით ტურნირის ოქროს მედალს დაეუფლნენ.

მარიამ გაბრიაძე ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე 95,120 ქულა დააგროვა და მესამე პოზიცია დაიკავა, ფინალში კი მოპოვებული 52,140 ქულით ტურნირის ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ანანო აფაქიძე და მარიამ რაგიმოვი სინქრონულ ხტომაში ტურნირის ოქროს პრიზიორები გახდნენ. ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 47,260 ქულა დააგროვეს და პირველი პოზიცია დაიკავეს, ფინალში კი მოპოვებული 48.010 ქულით ტურნირის ოქროს მედალს დაეუფლნენ.

ქრისტინე პლეხანოვი ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მან საკვალიფიკაციო ეტაპზე 93,050 ქულა დააგროვა და მესამე პოზიცია დაიკავა, ფინალში კი მოპოვებული 49,550 ქულით ტურნირის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირი რვა – ექვსი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს – მედლით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები