ქუვეითში ღონისძიება “Art&Aroma“ გაიმართა

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქუვეითში, სასტუმრო “Crowne Plaza”-ში, ქუვეითის საერთაშორისო ქალთა ჯგუფთან (International Women’s Group – IWG) თანამშრომლობით გაიმართა ღონისძიება: “Art&Aroma“.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩის მეუღლემ და IWG-ის პრეზიდენტმა, მარიკა კოჭლამაზაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მარიკა კოჭლამაზიშვილმა ისაუბრა კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობის საქმეში ხელოვნებისა და მუსიკის როლზე.

ღონისძიებაზე ბრიტანელმა პიანისტმა ჰარიეტ ბუშმანმა ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები შეასრულა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუვეითის მმართველი ოჯახის წევრები, ქუვეითში აკრედიტებული უცხო ქვეყნების ელჩები, ელჩების მეუღლეები და IWG-ს წევრი ქუვეითელი ქალბატონები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები