შილდაში სამდღიანი ლიტერატურული მარათონი − „არა-კი“ გაიმართება
14-15-16 ნოემბერს კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ლამაზ სოფელ შილდაში მწერალთა სახლის და საერთაშორისო კულტურის ცენტრის ორგანიზებით სამდღიანი ლიტერატურული მარათონი − „არა-კი“ გაიმართება.
„არა-კი“ მწერალთა სახლის პროექტია, რომლის მიზანია 10 მონაწილე ავტორის − პოეტებისა და პროზაიკოსების მიერ ისტორიულ-მხატვრულ ეპიზოდებზე დაყრდნობით შექმნილი 2025 წლის საუკეთესო ნოველების გამოვლენა.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობას მიიღებს „არა-კის“ ჟიურის და მწერალთა სახლის მიერ საგანგებოდ შერჩეული 10 ავტორი.
პროექტის ხელმძღვანელი: პროზაიკოსი, დრამატურგი ბაჩო კვირტია.
პროექტის მენტორები: მწერალი, სცენარისტი კოტე ჯანდიერი; დრამატურგი, პროზაიკოსი ირაკლი სამსონაძე.