თათი მელუა მორიგ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებაზე – ისლამურ თამაშებზე იმსაჯებს

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე თათი მელუა მორიგ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებაზე – ისლამურ თამაშებზე იმსაჯებს.

ისლამური თამაშები, ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, სადაც მსოფლიოს კარატეს ფედერაციამ (WKF) მიიწვია 6 ნეიტრალური რეფერი, მათ შორის თათი მელუა საქართველოდან.

შეგახსენებთ, რომ ისლამური თამაშები გაიმართება საუდის არაბეთის დედაქალაქში. ასპარეზობაზე მსოფლიოდან წინასწარ შერჩეული 20 მსაჯი იმსაჯებს. ეს გახლავთ მეორე შემთხვევა, როდესაც თათი მელუა ისლამური თამაშების ნეიტრალურ არბიტრებში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები