საქართველოს ტურისტულ პოტენციალს WTM London 2025-ის გამოფენეზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაში WTM London 2025 მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-ზე მეტი სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანია წარდგა.

WTM London 2025-ის გამოფენას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. გამოფენის ფარგლებში, მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა წამყვანი საერთაშორისო მარკეტინგული და ავია კომპანიების მენეჯერებთან, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვას დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

WTM London 2025-ის გამოფენას 43,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, გამოფენაში 180-ზე მეტი ქვეყნიდან 5,000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. მათ შორის: ავიაკომპანიები, სასტუმროები, ტურისტული და ტექნოლოგიური კომპანიები, ასევე მედიაორგანიზაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები