7 ნოემბერს თელავში „ერეკლეობა“ გაიმართება

7 ნოემბერს, მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 305 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თელავის მთავარი დღესასწაული „ერეკლეობა“ გაიმართება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მრავალფეროვან ღონისძიებათა პროგრამას მოიცავს:

09:00 საათი – მცხეთა, სვეტიცხოვლის ტაძარში აღევლინება მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი;

09:00 საათი – თელავი, სასახლის ტერიტორია – მეფის კარის, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში შესრულდება წირვა და მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

11:00 საათი – თელავის ჩოხოსანთა საზოგადოების საზეიმო მსვლელობა ერეკლე მეორის მოედანზე და გამგზავრება ცხენებით მცხეთის მიმართულებით;

11:30 საათი – ფოლკლორული კომპოზიციები ანსამბლების „პატარა კახისა“ და ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ.ბიძინა შალვა და ელიზბარის სახელობის ზ/ს სკოლის გუნდის „ახალნერგის“ მონაწილეობით (სასახლის ტერასა);

13:00 საათი – ქართული ჭიდაობა სასახლის ეზო;

13:00 საათი – სამეფო ოჯახის მიერ დაარსებული ერეკლე მეორის ორდენის გადაცემა 2025 წლის კანდიდატებისთვის (სასახლის საელჩო დარბაზი);

14:00 საათი – ერეკლე მეორის ეპოქის ხელნაწერთა გამოფენა (თელავის ისტორიული მუზეუმის მცირე საექსპოზიციო დარბაზი);

12:00–17:00 საათი – ერეკლე მეორის მოედანი – დეკორატიული და თემატური პავილიონები (სოფლის ნობათი, ხელნაკეთი ნაწარმი, გამოფენები, კულინარია, საბავშვო კუთხე);

13:00–15:00 საათი –”ხრიდოლის შოუ” და ფოლკლორული კონცერტი სცენაზე (თეატრის მიმდებარე ტერიტორია) ადგილობრივი სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით;

15:00 საათი – დაჯილდოება „საპატიო თელაველები 2025“;

16:00 საათი – გალა-კონცერტი – ჯგუფი „ურსა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები