ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საუკუნის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს კარლო პონტი უმცროსი უდირიჟორებს
28 ნოემბერს, 20:00 საათზე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორია ორკესტრის საიუბილეო სეზონს უმასპინძლებს. საუკუნის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს კარლო პონტი უმცროსი უდირიჟორებს.
შემსრულებლები არიან: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და დირიჟორი კარლო პონტი, პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი.
პროგრამაშია: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „სახლის კურთხევა”, ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტი და ოტორინო რესპიგის „რომაული ფიჭვები“.
„გელოდებით 28 ნოემბერს ჩვენი 100 წლის საიუბილეო სეზონის მორიგ დაუვიწყარ საღამოზე“! – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.