ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის III სეზონი დაიწყო

საერთაშორისო 5 ნოემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ბათუმის თოჯინების თეატრალური ფესტივალის III სეზონი დაიწყო, რომელიც 10 ნოემბერს, 18:00 საათზე, დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.

გამარჯვებული გამოვლინდება შვიდ ნომინაციაში:

  • საუკეთესო სცენოგრაფია
  • საუკეთესო მუსიკალური გაფორმება
  • საუკეთესო მსახიობი ქალი
  • საუკეთესო მსახიობი კაცი
  • კრიტიკის სპეციალური პრიზი – (გამოავლენს ქართველ კრიტიკოსთა კოლეგია)
  • საუკეთესო რეჟისურა
  • ფესტივალის გრან-პრი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები