საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა კარპატების თასის გათამაშებაზე რუმინეთი დაამარცხა
რუმინეთი ხელბურთში საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირს – კარპატების თასის გათამაშებას მასპინძლობს.
ქართველი ხელბურთელები მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 30:27 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს დღეს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.