სამი მედალი სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატიდან
იტალიის ქალაქ გალიპოლიში დასრულებულ სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სენიორებმა შესანიშნავად იასპარეზეს და სამი მედალი მოიპოვეს.
მიხეილ კეკელიძემ (+50 კატეგორია) 11 ტურიდან 9 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
ზურაბ სტურუამ (+65 კატეგორია) 11 ტურიდან 8.5 ქულით I–VI ადგილები გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლის მედალი მოიპოვა .
ნონა გაფრინდაშვილმა (+65 ქალთა კატეგორია) კიდევ ერთხელ შეძლო მედლის მოპოვება, 11-იდან 7,5 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
დანარჩენი ქართველი მონაწილეების შედეგები ასეთია:
+50 ქალები:
ინგა ხურცილავა — 7 ქულა
სოფიკო ტერელაძე — 6.5 ქულა
სოფიო ნიკოლაძე — 6 ქულა
+50 ვაჟები:
ალექსანდრე ყაშაშვილი — 6.5 ქულა
ზაზა ხოფერია — 5 ქულა
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სენიორთა შორის გაიმართა ორ ასაკობრივ კატეგორიაში — +50 და +65.
ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად, რომელშიც 64 ქვეყნის 458 მოჭადრაკე მონაწილეობდა.