საქართველოს ნაკრებმა კადეტთა ტურნირი ხუთი მედლით დაასრულა

საქართველოში ხმლით ფარიკაობაში კადეტთა ციკლის ტურნირი გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრება ხუთი მედლით დაასრულა.

ტურნირის ჩემპიონი გიორგი ურუშაძე გახდა. მან ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე ანგარიშით 15:5 დაამარცხა. ქალთა ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედალი მოიპოვა ანასტასია ასათიანმა. ფინალში მანაც აზერბაიჯანელ სპორტსმენს სძლია. ბრინჯაოს მედალს დასჯერდა თეკლა კაპანაძე.

საქართველოს ხმლით მოფარიკავე ვაჟთა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო გოგონათა გუნდი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები