ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა ჩინეთის გრან-პრის გამარჯვებულები არიან

ჩინეთში გამართულ ფიგურული სრიალის გრან-პრის სერიის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ – ისინი ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.

მოკლე პროგრამაში ქართულმა წყვილმა 77,77, თავისუფალში კი 139,47 ქულა დაიმსახურა და პირველობა არავის დაუთმო. ორი პროგრამის ჯამში მათ 217,24 ქულა მოაგროვეს და ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს.

ქართული სპორტული წყვილი წელს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. 2025 წელს მათ ჩემპიონობა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე და საქართველოში გამართულ ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზეც „თრიალეთის თასი“ მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები