საქართველოს ნაკრებმა კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 9 მედლით დაასრულა

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

მოკრივე დავით ალიხანაშვილმა(54კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში უკრაინელ კოსტიანტუნ სლიპჩუკს სძლია. ფინალამდე  მან აზერბაიჯანელი საბილ რუსტამოვი, ბელგიელი ამგარ იაიასი და მონტენეგროელი ნიკოლა ილიჩი დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონი გახდა მოკრივე გიორგი ახვლედიანი(55კგ). ქართველმა სპორტსმენმა ფინალში თურქი იაღიზ კიმაზი დაამარცხა. ფინალამდე გიორგი ახვლედიანმა აზერბაიჯანელი ისმაილ ასლანლის, იტალიელ მატეო მაჩელის, უკრაინელი კირილო ჩუმაკოვსა და ირლანდიელ პატრიკ ჰარიქენის სძლია.

მოკრივე ლენე ქარჩავამ(48კგ) ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მან ფინალში ირლანდიელი მასიე ოკონორ დაფი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ელენე ქარჩავა პირველი ქართველი მოკრივე ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ ლიზა ლობჟანიძე, გიგი არჩაია და ალექსი გუნია.

ლიზა ლობჟანიძემ(66კგ) ფინალი ინგლისელ რუბი-ჯო დოს სანტოსთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა მოკრივემ მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელ ალექსანდრა კერდოლს აჯობა, ნახევარფინალში კი პოლონელ ნადია მუჩას სძლია.

მოკრივე გიგი არჩაიამ (70 კგ) ფინალი უნგრელ ბენცე კაროლისთან, ხოლო  ალექსი გუნიამ (60 კგ) ფინალი უკრაინელ ისმაილ ისმაილოვთან დათმო.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 9 მოპოვებული მედლით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები