25 ოქტომბერს ასურეთის დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართება
25 ოქტომბერს, 13:00 საათიდან, სადგურზე Bahnhof Station გაიმართება ასურეთის დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი, სადაც ქვემო ქართლის მეღვინეები უნიკალური ჯიშებით დაწურულ ღვინოებს გაგიზიარებენ. ეწვიეთ ფესტივალს და აღმოაჩინეთ ქვემო ქართლის უნიკალური ღვინოები – ტრადიცია, რომელიც ცოცხლობს.
ფესტივალზე გელოდებათ:
- ღვინის დეგუსტაცია
- ცოცხალი მუსიკა
- პურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასები ბავშვებისთვის
- ხელნაკეთი ნივთები
- ბევრი სითბო, გემო და კარგი განწყობა
ფესტივალი იმართება ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანების ორგანიზებით, ბოლნისის ღვინის გაერთიანებასთან, აგროცენტრთან და Banhof-თან პარტნიორობით.
ფინანსური მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, Helvetas Swiss Intercooperation-ი და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).