არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვირეული პეკინში წარმატებით დასრულდა
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვირეული პეკინში წარმატებით დასრულდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კვირეულში მონაწილეობდა:
- 40-მდე ქვეყანა
- 3 000-მდე მონაწილე
- 500 000 ვიზიტორი
საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იყო ქართული სამოსი, სამკაული, ქსოვილის ნაირსახეობა, ღვინის ჭურჭელი და თანამედროვე გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ანსამბლ „დიდგორის“ მონაწილეობით კი ფოლკლორული მუსიკის კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.