თბილისის ზოოპარკი გეპატიჟებათ უჩვეულო ფოტოგამოფენაზე – „ღამურების სამყარო: ბუნების უხილავი გმირები“

Common long-eared bat  (Plecotus auritus). This species in summer roosts in treeholes and bark crevices and tries to find a cave or manmade shelter for winter. It hunts above woodland mostly for moths, but its diet also consists of earwigs, flies, and beetles, gleaning these insects from leaves and bark. It is a forest species of long-eared bat (ყურა). They are so sensitive that they rarely fall into the nets of scientists. The long-eared bats hunt in dense tree canopies and can locate their inse

25 ოქტომბერს, 14:00 საათზე თბილისის ზოოპარკი გეპატიჟებათ უჩვეულო ფოტოგამოფენაზე – „ღამურების სამყარო: ბუნების უხილავი გმირები“.

გამოფენაზე National Geographic-ის მკვლევრისა და ავტორის, ბოჰდანა ვაშჩენკოსა და National Geographic-ის ფოტოგრაფ ვიქტორ ლიაგუშკინის შთამბეჭდავი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

„ბოჰდანა და ვიქტორი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ილიას უნივერსიტეტის ღამურების შემსწავლელ სამეცნიერო ჯგუფთან ერთად. ისინი აკვირდებოდნენ და იღებდნენ ამ საოცარ და ხშირად – დაუმსახურებლად საშიშად აღქმულ არსებებს.

საქართველოში 30-მდე სახეობის ღამურაა გავრცელებული. გასაოცარია, რომ, ფაქტობრივად, ქვეყნის ყოველი მეოთხე ძუძუმწოვარი ღამურაა! ეს დაუჯერებელი მრავალფეროვნება კარგად აჩვენებს მათ მნიშვნელობას კავკასიის ეკოსისტემისთვის.

„ღამურებს ადრე მხოლოდ იმ გამოქვაბულებში ვხვდებოდით, რომლებსაც ვიკვლევდით, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რამდენად გონიერი და სასარგებლო ცხოველები ყოფილან. ბევრი რამ, რაც მათ შესახებ მსმენოდა, მითი აღმოჩნდა“, – ამბობს ბოჰდანა.

მიუხედავად იმისა, რომ ღამურები ადამიანისთვის სრულიად უვნებლები არიან, ბევრს მაინც აქვს მათი შიში. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა – ისინი უტყვად გვეხმარებიან ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებაში.

სწორედ ამან უბიძგა ავტორებს ფართო საზოგადოებისთვის ღამურების რეალური ისტორიის გაზიარებისკენ. ეს გამოფენა მითების, სტერეოტიპებისა და მცდარი წარმოდგენების გაბათილებისა და ამ განსაკუთრებული ცხოველებისადმი ადამიანების უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლის მცდელობაა.

💚 მობრძანდით, დაათვალიერეთ ეს არაჩვეულებრივი ნამუშევრები და შეხედეთ ბუნების უხილავ გმირებს სხვა თვალით.

ადგილმდებარეობა: თბილისის ზოოპარკი (მ. კოსტავას ქ. # 64), ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია“, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები