დურესში კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა

ალბანეთის ქალაქ დურესში გაიმართა კადეტთა მსოფლიო პირველობა, რომელიც შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა.

ტურნირში 83 ქვეყნის 719 ახალგაზრდა მოჭადრაკე მონაწილეობდა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, სამწუხაროდ, ქართველმა მოზარდებმა საპრიზო სამეულში გასვლა ვერ შეძლეს, თუმცა ყველა მათგანმა მოიმატა რეიტინგი.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გაგა გვასალიას შთამბეჭდავი შედეგი — +162 სარეიტინგო ქულა.

საბოლოო შედეგები:

U18 (18 წლამდე):

  1. მარიამ სიჭინავა (1887) – 5.5 ქულა | +24.8

U16 (16 წლამდე):

  1. ერეკლე ტაბატაძე (2216) – 7 ქულა | +66.0
  2. მარიამ კალანდაძე (1929) – 6 ქულა | +3.2

U14 (14 წლამდე):

  1. ბარბარე აშოთია (1881) – 6.5 ქულა | -4.8
  2. გაგა გვასალია (1926) – 6.5 ქულა | +162.0

   42 გაბრიელ გაბადაძე (2142) – 6.5 ქულა | +39.6

   80 ლიკა ჩხარტიშვილი (1659) – 4.5 ქულა | +37.6

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები