მალაგაში გამართულ ევროპის თასზე საქართველომ ორი მედალი მოიპოვა

მალაგაში გამართულ ევროპის თასზე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედალი – ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.

გელა ზაალიშვილმა (+100 კგ) ჩემპიონობა იზეიმა. მან ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ლტოლვილთა გუნდის სახელით მოასპარეზე ადნან ხანკანი დაამარცხა.

მიხეილ კუპრაშვილი (-90 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორია. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბრიტანელი სკოტ კუსაკი დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები