სოფელ ქვემო ალვანში თუშური გუდის ყველის ფესტივალი გაიმართება
12 ოქტომბერს, სოფელ ქვემო ალვანში, აგროტურისტულ მეურნეობაში „ითაბანი” თუშური გუდის ყველის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალზე გელოდებათ:
- ფერმერების ბაზრობა – თუშური გუდის ყველი (ცხვრის და ძროხის), რძის სხვა პროდუქტები (ჩოგი, ხმელი კალტი, ერბო), ასევე ღვინო, თაფლი, ბალახეულის ჩაი, მატყლის ნაწარმი და სხვა.
- თუშური გუდის ყველის კონკურსი – საუკეთესო თუშური გუდა გამოვლინდება ჟიურის მიერ.
- თუშური სამზარეულოს მასტერკლასები – მოწვეული და ადგილობრივი შეფები მოამზადებენ ტრადიციულ კერძებს (კოტორი, ხინკალი და სხვა).
- საკვები კუთხეები – თუშური და ადგილობრივი კერძების მრავალფეროვანი არჩევანი.
- ფოლკლორული კონცერტი და ქორეოგრაფია – თუშური მუსიკა, ცეკვა და ტრადიციები.
- საბავშვო კუთხე – ბავშვებისთვის გასართობი თუშური თამაშობები.
დასწრება თავისუფალია.
თუშური გუდის ყველის ფესტივალი წელს უკვე მეორედ ჩატარდება, რომლის მიზანიც არის უნიკალური თუშური გუდის ყველის პოპულარიზაცია, ფერმერების მხარდაჭერა, თუშური კულტურისა და ტრადიციების გაცოცხლება, და აგროტურიზმის ხელშეწყობა.