საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით დაასრულა

ჩეხეთში კრივის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მოკრივე ელნურ აბდულაევმა (75 კგ) ფინალი ინგლისელ ჰარისონ ოლივიერ მალესთან დათმო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მოკრივე ზუკა ჭოჭუამ (-65 კგ) ჩემპიონობა იზეიმა. მისთვის ეს კარიერის მანძილზე ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მეორე ოქროს მედალია.

ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა დავით მხეცაძემ (80კგ). ფინალი მან პოლონელ ფაბიან ურბანსკისთან დათმო.

აკაკი ბასარიამ (70კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.  ფინალში მან უკრაინელი ვლადისლავ ჩიუნიუკი დაამარცხა.

ჩემპიონატზე 16 წლის ლუკა ჩხიკვაძემაც (60კგ) ფინალში ირლანდიელი შონ მაკკასკერი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით, ბიჭებში კი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები