შოთა ადამაშვილმა Texas Sounds International Country Music Awards-ზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
აშშ-ში, ამერიკული ქანთრი ფესტივალების ისტორიაში საქართველოს დროშა პირველად აფრიალდა. ტეხასის შტატში, ფესტივალზე Texas Sounds International Country Music Awards, ქართველი მუსიკოსი შოთა ადამაშვილი წარდგა.
ფესტივალი საკონცერტო დარბაზში Memorial City Hall გაიმართა, სადაც 14 ქვეყანა მონაწილეობდა.
ფესტივალზე შოთა ადამაშვილმა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: “წლის საუკეთესო სიმღერა” და “წლის საუკეთესო გამოსვლა“.
Texas Sounds International Country Music Awards (TSICMA) ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც მარშალში, ტეხასში ტარდება.